პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა.

 
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.
 
„მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით.
 
ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა.
პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, ვაშინგტონის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ის გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ იძებნება.
 
პრიგოჟინი მიიჩნევა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.