უკრაინამ 38 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 38 დამცველის ცხედარი დაიბრუნა.

ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა.

ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარ ოლეგ კოტენკოსა და რამდენიმე სამართალდამცავი უწყების თანამშრომლობით განხორციელდა.

11 ოქტომბერს, უკრაინამ 62 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა, მათ შორის ოლენივკის სასჯელაღსრულების კოლონიიდან.