გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს.
„არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება. მათ უნდა განსაზღვრონ, როდის იქნებიან მზად ამ მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.
უკრაინაში ელჩო გაეცნობა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მტკიცებულებებს და გადარჩენილთა ისტორიებს მოისმენს.
ელჩი თომას-გრინფილდი ასევე განიხილავს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად გამწვავდა და ხაზს გაუსვამს „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების კრიტიკულ აუცილებლობას მომავალი წლისთვის.
გრინფილდი ასევე შეხვდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.