ამერიკული ABC News-ი წერს, რომ უკრაინა აშშ-ს დამატებით თავდაცვით სისტემებს სთხოვს, რათა ირანულ თვითმფრინავებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
წყაროს ცნობით, შესაბამისი თხოვნით, პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა წერილი გაუგზავნა ამერიკის კონგრესის წევრებს.
სტეფანჩუკმა ასევე სთხოვა ამერიკელ კანონმდებლებს, დაეხმარონ მას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დარწმუნებაში, რომ უკრაინას მიაწოდოს უფრო ფართო რადიუსის რაკეტები, რათა მისმა სამხედროებმა, ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე,„ირანული თვითმფრინავების მარაგი გაანადგურონ.
სექტემბრიდან რუსეთმა თავდასხმების ტალღა ირანული წარმოების კამიკაძე-თვითმფრინავების გამოყენებით წამოიწყო.
ასეთი იერიშისას იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებს ანადგურებს.