იტალიაში, მარშის რეგიონის სხვადასხვა რაიონში, ქვეყნის ჩრდილოეთით ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში, დაახლოებით 10 კმ სიღრმეზე, საკურორტო ქალაქ რიმინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 64 კმ-ში მდებარეობდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. რის შემდეგაც, კიდევ ორი - 3.1 და 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები დაფიქსირდა.
იტალიური მედიის ცნობით, ბიძგები 300 კილომეტრის მანძილზე იგრძნობოდა.
„მიწისძვრის ბიძგები, ხორვატიაში, იტალიაში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ვატიკანში დაახლოებით 16 მილიონმა ადამიანმა იგრძნო.
მეხანძრე-მაშველების და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული პირველი შემოწმების შედეგებით, მსხვერპლი და ქონების დაზიანება არ დაფიქსირებულა.
მარკაში ხალხმა სასწრაფოდ მიატოვა სახლები და ქუჩაში გამოვიდა, უამრავი ინფორმაციაა სახლების კედლებზე ბზარებისა და მსხვრევის შესახებ.
კერძოდ, ანკონას მეხანძრეები აცხადებენ, რომ კერძო კლინიკაში Villa Igea-ში შენობის ნაწილობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა თითქმის მთელ ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაში“, - წერს მედია.