იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გასვლა ხერსონიდან, ალიანსის მიერ უკრაინის წარმატებული მხარდაჭერის დასტურია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, CNN-ს განუცხადა, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების ნაწილობრივი გასვლა,  უკრაინისადმი ალიანსის წარმატებულ მხარდაჭერას ადასტურებს. 

„ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობასა და მონდომებას, ისევე როგორც მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

„უახლესი ტექნოლოგიების მართვაში უკრაინასთან სამხედრო წვრთნების ერთობლიობა და ამ ქვეყნის მოქალაქეების გამბედაობა, გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას და გავათავისუფლოთ ტერიტორიები, რაც ახლა ხდება ხერსონის გარშემო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

„რუსეთმა განიცადა მძიმე დანაკარგები. მათ რეალურად უკრაინაში თავიანთი სახმელეთო ძალების დაახლოებით 80% გაგზავნეს. დანაკარგები ეხება პერსონალსა და აღჭურვილობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ, რისი მიღწევა შეძლეს უკრაინელებმა მოკავშირეების და NATO-ს პარტნიორების მხარდაჭერით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი.

„ჩვენ ვნახეთ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროსადგურებზე. ამიტომ, ომი არ დასრულებულა და ჩვენ არ უნდა გადავაფასოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სისასტიკე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.