ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც მან აღნიშნა, ეს პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა.
„ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი - ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის, ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა.
ძალიან ვამაყობ ჩვენებით!“,- განაცხადა სააკაშვილმა.
- რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა
- მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.