ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„ქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს. რუსული ჯგუფების ნაწილი ქალაქშია დარჩენილი, რეგიონს დამატებითი რეზერვები უერთდებიან. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებზე“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.