დიდმა ბრიტანეთმა $20,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

დიდმა ბრიტანეთმა გაყინა რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და სუბიექტების საკუთრებაში არსებული აქტივები, რომლებიც სანქცირებულები არიან უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.

„ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ არ მივცემთ პუტინს წარმატების უფლებას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ენდრიუ გრიფიტმა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ყოვლისმომცველი ომი უკრაინის წინააღმდეგ, 24 თებერვალს, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ ფიზიკურ პირს რუსეთში, მათ შორის ბიზნესმენებს, კომპანიებს და პოლიტიკოსებს“, - იუწყება გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.