აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ, რუსეთის ფედერაციას გაუუქმა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი, რომელიც ორი ათეული წლის წინ 2002 წელს მიანიჭა.
ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ანტიდემპინგურ გამოძიებებში რუსეთს აღარ განიხილავს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას.
სახელმწიფოს ფართო ჩარევამ“ რუსეთის ეკონომიკაში გამოიწვია ფასებისა და ხარჯების დამახინჯება, რაც ზუსტად არ ასახავს რუსული კომპანიების იმპორტის ფასს შეერთებულ შტატებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა და რუს ექსპორტიორებს დააკისროს შესაბამისი ბაჟის გადახდა.