უკრაინის დაზვერვა ხერსონში დარჩენილ რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ ჩაბარდნენ

უკრაინის სადაზვერვო სამმართველომ მოუწოდა ნებისმიერ რუს ჯარისკაცს, რომელიც ჯერ კიდევ ხერსონის ოლქის დასავლეთ სანაპიროზე იმყოფება, ჩაბარდეს. სადაზვერვო სააგენტოს დირექტორატმა შემდეგი გზავნილი გაავრცელა: „ხერსონიდან რუსული არმიის ჯარების ძირითადი ჯგუფის უკან დახევის შემდეგ, თქვენმა სარდლობამ ბედის ანაბარა დაგტოვათ.

თქვენმა მეთაურებმა მოგიწოდეს, ჩაიცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და სცადოთ ხერსონიდან თავის დაღწევა, ცხადია, ამას ვერ შეძლებთ“.

სააგენტომ მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, დაუკავშირდნენ უკრაინულ ცხელ ხაზს სახელწოდებით - „მე მინდა ვიცხოვრო".

„ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი დამპყრობლების უკან დახევის გზები უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა შეჩერდება.

რუსი ჯარისკაცები, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას ეცდებიან, განადგურდებიან. დაუყონებლივ ჩაბარება არის სიკვდილის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი.ებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ.

ჩვენ ვიცავთ ჟენევის კონვენციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.