რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ - ქვეყნიდან მივდივარ, - ამის შესახებ რუსეთის მოქალაქემ, პაველ კოპილკოვიმ განაცხადა, რომელმაც აღმაშენებლის განზირზე ქართველებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
„რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ.
ქვეყნიდან მივდივარ, მკურნალობის დაწყება მიწევს. თუ ქართველები გამიგებენ და თუ ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს, როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას", - განაცხადა კოპილკოვიმ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ კოპილკოვი 6 ნოემბერს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.