რუსეთმა, აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სიაშია ჯო ბაიდენის გარემოცვა

რუსეთმა, აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომელთაც რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

„მათ შორის არიან ხელისუფლებისა და კანონმდებლების ცალკეული წარმომადგენლები, ასევე მათი ახლო ნათესავები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებისა და საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპერტები და ლობისტები, რომლებიც მონაწილეობენ რუსოფობიური კამპანიის ხელშეწყობასა და კიევის რეჟიმის მხარდაჭერაში“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სანქცირებული პირთა შორის არიან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და, ვალერი ოუენსი და მისი ორი ძმა ჯეიმსი და ფრენსისი.

სიაში ასევე არიან, თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინე ჟან-პიერი, კონგრესმენები და სენატორები, ოფიციალური პირები და მათი ოჯახები, ბიზნესმენები, საკონსულტაციო კომპანიების ხელმძღვანელები.

სრული სია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.