საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე, უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნების ფაქტს გამოეხმაურა.
„მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ერთიანობისა და გამძლეობის შედეგი. მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.
- CNN: უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ
- რა ვითარებაა ხერსონში მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძელები, ქალაქ ხერსონში შევიდნენ.