საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმის” დასკვნით სიტყვაში მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია.
"კავკასია ჩვენი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია", - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა.