რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბრიტანელმა, დევიდ სმიტმა დანაშაული აღიარა

გასული წლის აგვისტოში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული აღიარა.

როგორც ცნობილია, დევიდ სმიტმა დაადასტურა, რომ 2020 წლიდან, რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ.

ამასთან, სმიტის „დამკვეთები“ რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში, პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და მისი მემკვიდრე, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი იყვნენ.

 

სასამართლო სხდომა 4 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ დღემდე პრესაში დეტალების გამოქვეყნება აკრძალული იყო.