2023 წლის პირველი იანვრიდან, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი ადასტურებს.
„უკვე მიღწეულია შეთანხმება პირველი იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა სმაილოვმა.
მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის თქმით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.