რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დატოვებამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ომის მომხრეებს შორის იდეოლოგიური გახლეჩვა გამოიწვია. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკულ ინსტიტუტი ახალ ანგარიშში წერს.
ISW-ის შეფასება რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის პუბლიკაციას ეყრდობა, რომელმაც პუტინი ღიად გააკრიტიკა.
პუტინის პირდაპირი კრიტიკა ომის მომხრე საზოგადოებაში თითქმის უპრეცედენტოა, ხოლო დუგინის გახმაურებული და დაუოკებელი თავდასხმა პუტინზე შეიძლება, მიუთითებდეს ცვლილებებზე რუს ნაციონალისტურ იდეოლოგებს შორის“, - წერს ISW.