პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტში გარდაიცვალა ირანელი კაცი, სადაც ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა.
77 წლის მეჰრან კარიმი ნასერს მედია პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებს და წერს, რომ ის გულის შეტევით, აეროპორტის ტერმინალ 2F-ში გარდაიცვალა.
ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მეჰრან კარიმი ნასერი 1988 წელს, დედის საძებნელად გაფრინდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდმა არ მიიღეს, ნასერი აეროპორტში დაბინავდა.
მან ვერც საფრანგეთში შესვლის უფლება მოიპოვა.
ნასერის ისტორია რეჟისორ სტივენ სპილბერგისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
რეჟისორმა 2004 წელს, ირანელი კაცის ცხოვრების მოტივებზე გადაიღო ფილმი - „ტერმინალი“.
პოპულარობის მოპოვების შემდეგ, მან „სერ ალფრედი“ დაირქვა.
რამდენიმე კვირის წინ, 77 წლის ნასერი, კლინიკიდან, სადაც მკურნალობდა, კვლავ პარიზის აეროპორტში დაბრუნდა საცხოვრებლად.
უფრო ადრე, 1999 წელს საფრანგეთმა ირანელ კაცს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, თუმცა 2006 წლამდე აეროპორტი არ დაუტოვებია.