პუტინს სურს, პასპორტები ჩამოართვას იმ ადამიანებს, რომლებიც ომის შესახებ სიმართლეს ამბობენ - მედია

„ომის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცვლილება შეიტანა კანონპროექტში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების ჩამორთმევის შესაძლებლობის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და ლატვიაში დაფუძნებულ რუსულ მედიასაშუალება Meduza-ს ეყრდნობა.

დეტალები: ცვლილება შეეხება მათ, ვინც პასპორტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს.

ამასთან, Meduza წერს, რომ პუტინმა განაახლა „დანაშაულების“ სია, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს პასპორტებს ჩამოართმევენ. 

სიაში შედის: რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და რუსული არმიის დისკრედიტაცია.

რუსეთის დროშისა და გერბის შეურაცხყოფა.

არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

სეპარატიზმისკენ მოწოდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

„რუსეთში მალავენ რეალურ ვითარებას ომის ან უკრაინაში ოკუპანტების დანაკარგების შესახებ.

„რუსული არმიის შესახებ ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის ისჯებიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას“, - წერს უკრაინული მედია