პოლ მაკარტნის გიტარა სამდღიან აუქციონზე 77 000 დოლარად გაიყიდა. შემოსული თანხა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.
ამის შესახებ აუქციონის საიტზეა აღნიშნული.
გიტარის მწარმოებელი გიბსონი უკრაინისთვის ფულს სპეციალური აუქციონის საშუალებით აგროვებს. ის აუქციონზე ყიდის რამდენიმე სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლებზეც Beatles ან Guns N' Roses-ის ლეგენდები უკრავდნენ. პოლ მაკარტნის გიტარას ყველაზე მაღალი ფასი აქვს.
ლეგენდარული მუსიკოსები ეხმარებიან უკრაინას. უკრაინის ეროვნულ ფერებში გაფორმებული ოთხი გიტარა ნიუ-იორკში, აუქციონზე გაიყიდა.
კიდევ ერთი გიტარა, რომელზეც Guns N' Roses-ის ლეგენდა სლეშმა დაუკრა პრაღაში, 2022 წლის 18 ივნისს, 31,250 დოლარად გაიყიდა.