არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ 12 ნოემბერს „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.