რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ანკარაში, CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა შედგა.
„ასეთი მოლაპარაკებები მართლაც შედგა. ეს იყო ამერიკული მხარის ინიციატივა", - ციტირებს პესკოვს TASS-ი.
მოლაპარაკებების შინაარსზე სააგენტო ინფორმაციას არ ავრცელებს.
დასავლური მედიის, მათ შორის CNN-ისა და Reuters-ის ცნობით, ნარიშკინთან შეხვედრისას ბერნსი აპირებდა გაეფრთხილებინა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და განეხილა აშშ-ის მოქალაქეების ბედი, რომლებიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან.