აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 40-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ არალეგალური სქემების მუშაობას, რომლის საშუალებითაც მიღებული ტექნოლოგია, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ეხმარებოდა.
ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 14 ნოემბრის განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, სანქციები დაუწესდათ გლობალური ქსელის ფინანსურ შუამავლებს, დამხმარეებსა და სხვა პირებს, რომლებსაც კავშირო აქვთ კრემლის ელიტასთან.
ჯამში, აშშ-ის ახალი სანქციები დაეკისრა 14 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს. ამასთან, სანქციების სიაშია რუსული შპს „იმპერატორის“ 8 თვითმფრინავი.
ასევე, შეზღუდვები დაუწესდა რუსული მიკროჩიპების მწარმოებელი PPK Milandr JSC-ისა და მასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას სომხეთიდან, ტაივანიდან და შვეიცარიიდან.
გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქის, სულეიმან კერიმოვის ოჯახის წევრები.
აშშ-მ სანქციები დააწესა რუსი ოლიგარქის მურატ ალიევის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია კერიმოვთან და მის კომპანიებთან მოსკოვსა და კვიპროსში.
იმავე სიაში მოხვდა პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ანდრეი გურევი. სანქცირებულია მისი ორი კომპანია შვეიცარიაში, რომელსაც ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ.