ცნობილმა ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ The Art Newspaper-ს დაუდასტურა, რომ მან შექმნა შვიდი ფრესკა უკრაინის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის კიევში და დედაქალაქის ორ გარეუბანში - ირპენსა და ბოროდიანკაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბენქსი შესაძლოამ უკრაინაში იმყოფებოდეს, გაჩნდა მას შემდეგ, რაც მისი ხელოვნების სტილის მსგავსი სამი ნამუშევარი ბოროდიანკაში, ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა.
მარტის ბოლოს, ბენქსის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით 106,000 დოლარი შეგროვდა უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოსთვის.