აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე მარკ მილიმ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციაზე, რუსეთის სტრატეგიაზე, მის ხედვასა და ომის ამჟამინდელ ეტაპზე ისაუბრა.
„რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს დრო თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის. ამავდროულად, ისინი აწარმოებენ ტერორის კამპანიას, აყენებენ მაქსიმალურ ტანჯვას უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას, რათა შეარყიონ უკრაინელების მორალი", - აღნიშნა მილიმ.
ასევე, მილის თქმით, დაბალია უკრაინის მიერ ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლების ალბათობა.
ამერიკელმა გენერალმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკრაინაში „მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას“ ინარჩუნებს.
„თუმცა, შესაძლოა, რუსეთმა ყირიმიდან გასვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შესაძლებელია", - დასძინა მილიმ.