საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო.
დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, ის მედიასთან საუბრობს და ქართულ სპეცსამსახურებს მადლობას უხდის.
„ისრაელის დროით რვა საათზე გამოაცხადეს, რომ ლაპარაკია ჩემზე. რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურისტია საქართველოში, საქართველო არ არის დახურული ქვეყანა, ყველას შეუძლია, რომ შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული საქართველოს მხრიდან, პირველ ეტაპზე ხაზს უსვამს საქართველოში [სპეცსამსახურების] პროფესიონალიზმს.
ანტისემიტიზმის მხრივ არის უდიდესი ზრდა. თითქმის 50%-ზე უფრო მეტი ზრდა არის მსოფლიოში და იყო ასეთი ადამიანის, ან ებრაელის ან ისრაელელის მტერი, დღევანდელ დღეს ამას არ სჭირდება ძალიან ბევრი მიზეზი.
ჩვენ ვიმყოფებით ომში. როდესაც იბადები როგორც ებრაელი და ისრაელელი, ყოველთვის უნდა მუშაობდე შენი ქვეყნის, შენი თავის დასაცავად და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა მოშემ.
სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა.