ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა, რუსულ ჰოლდინგ National Media Group-ის არხებს სტუდიური ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, თუმცა სალიცენზიო ხელშეკრულებები კიდევ წელიწადნახევარია ძალაში.
ამის შესახებ ინფორმაციას The Bulletin of the Film Distributor წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
NMG მოიცავს: რუსეთის პირველ არხს, STS-ს, REN TV-ის, Domashny-ის, მეხუთე არხს.
ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას, მათ შორის STS Media-ს, ViP Comedy-ის, TV1000 Action-ს, Da Vinci-სა და სხვა.
2016 წლის დეკემბერში, ჰოლდინგის პრეზიდენტი კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.
2014 და 2022 წლებში NMG-ის ერთ-ერთი აქციონერის, Rossiya Bank-ის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა.
შეგახსენებთ, რომ უოლტ დისნეიმ, Warner Bros-მა და Sony Pictures-მა რუსეთის კინოთეატრებში ფილმების ჩვენება შეაჩერეს.
ასევე, რუსეთში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-იმ, Sony-იმ, Paramount-მა და Universal Pictures-მა მუშაობა და პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.
ამ კომპანიების ფილმები, რუსული ბაზრის თითქმის 80% შეადგინა.