თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა.
ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.