ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს

ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს", -აღნიშნულია წერილში.