ვოლნიანსკში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია „ტელეგრამით“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გაავრცელა.

მანამდე 7 ადამიანის დაღუპვის ფაქტი იყო დადასტურებული.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ვოლნიანსკზე იერიში 17 ნოემბერს მიიტანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა.