ტოსკანაში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის ვილა გაძარცვეს

ტოსკანურ კომუნა ფორტე დეი მარმში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის კუთვნილი ვილა გაძარცვეს.

ინფორმაციას იტალიური სააგენტო Adnkronos ავრცელებს.

ძარცვა 17 ნოემბერს ღამით მოხდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ქურდები „პროფესიონალურად მოიქცნენ", რადგან ცარიელი ვილის უსაფრთხოების კომპლექსურ სისტემაში შეიჭრნენ.

მძარცველებმა გახსნეს ორი სეიფი და მოიპარეს ძვირფასეულობა, ძვირადღირებული საათები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელთა ღირებულება შესაძლოა, რამდენიმე ასეულ ათას ევროს აღემატებოდეს.

ძარცვის ფაქტი, სახლის მომვლელმა აღმოაჩინა. ტინკოვი და მისი ოჯახი იმ დროს მექსიკაში იმყოფებოდნენ.