რუსი ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ Tinkoff Bank-ში წილის დათმობის შემდეგ, ქვეყნიდან მის მიერ შექმნილი ბრენდები გააქვს.
„ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. ისინი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცების და უკრაინელების სისხლით! უკრაინა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას – ასე გვასწავლიდნენ სკოლაში! ყველას სიკეთესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - ამის შესახებ ტინკოვმა Instagram-ზე დაწერა.
„მშვიდობით ტინკოფ ბანკო, მშვიდობით რუსეთო“ – წერს რუსი ბიზნესმენი.
„რუსეთში არაფერი დამრჩა. და ეს ცუდია რუსეთისთვის. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც მოახერხა, რეჟიმის მიუხედავად და არა დამსახურებით და შეძლო 4 სხვადასხვა ბიზნესის აშენება ნულიდან. ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა საბოლოოდ გადაიჩეხა არქაიზმში, პატერნიზმსა და „დაკიდებაში“ – წერს ტინკოვი.
რუს ბიზნესმენი წლებია ლეიკემიას ებრძვის და აცხადებს რომ ადამიანივით სურს ცხოვრება სხვებისგან განსხვავებით სიმართლეს ამბობს. „არ ვიცი, კიდევ რამდენს ვიცხოვრებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მოვკვდე მილიარდებით, მაგრამ ვიყო „არამზადა, მშიშარა და ჩმორი“, როგორც რუსეთის ოლიგარქების 90%. მშიშრებო, ერთი სიცოცხლე გაქვთ და ადამიანივით უნდა იცხოვროთ“, - აცხადებს ტინკოვი.
მანამდე, ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ Tinkoff Bank-ში წილი იძულებით, კაპიკებში დაათმობინეს. ეს მას შედეგ მოხდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა.
- „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.
ასევე წაიკითხეთ
რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში
რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე