Politico: ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Politico, ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. 

ყველაზე მეტი, €50 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივი, ბელგიაში გაყინეს. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი, სადაც გაყინული აქტივების მოცულობა €5,5 შეადგენს. 

ჯამში, იტალიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა, საერთო მოცულობიდან, რუსული აქტივების 90% გაყინეს. 

ამის გარდა, ევროკავშირმა, რუსეთის ნაციონალური რეზერვებიდან €33,8 მილიარდი გაყინა. როგორც გამოცემა წერს, ეს ციფრი ზუსტდება.