უკრაინის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორმა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში მუშაობა განაახლა

უკრაინის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორმა Ukrposhta უკვე განაახლა მუშაობა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილებში. ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა.

„უკრპოშტამ ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების 61%-ში მუშაობა დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციამ, რომ რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში პენსიების გაცემა განაახლა.

ამასთან, ხარკოვის ოლქის ზოგიერთ დასახლებაში უსაფრთხოების ვითარების გამო, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება გადაადგილება.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველი მატარებელი ჩავიდა. ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული.