უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრს პენი ჰენარეს შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
„ისტორიაში პირველად, ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა უკრაინაში. ასეთი მნიშვნელოვანი მისია შეასრულა თავდაცვის მინისტრმა პეენი ჰენარემ, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების და უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ, უკრაინის დამცველების მომზადების საკითხი.