ეგზითპოლის თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი 85%-ით ლიდერობს

ეგზითპოლის შედეგად, რომელიც ასტანის ტელეარხის დაკვეთით, საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევს 85,52%-მა მისცა ხმა, იუწყება Trend.

ამომრჩეველთა აქტივობამ 67,71% შეადგინა.

20 ნოემბერს ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 22:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 69,43% შეადგინა.

ამასთან, ღია საზოგადოების რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თოყაევს 82 პროცენტზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

თოყაევის თქმით, არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობა მიეცა.

„თითოეულ ამომრჩეველს მიეცა არჩევანის თავისუფლება. კამპანია იყო სამართლიანი და ღია", - განაცხადა თოყაევმა.