პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ, დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება არის მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ, დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება არის მიღებული.
გადაწყვეტილების ცვლილება პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 463 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 600 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 120 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 110 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი,"- აღნიშნულია განცხადებაში.