ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. 

ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე.

რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.