რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ივან სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
- რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა
- ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
„გაათავისუფლეთ ივან დიმიტრიევიჩ სოლტანოვსკი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ევროპის საბჭოში სტრასბურგში, (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს. 16 მარტს კი დაჩქარებული წესით ამ ორგანიზაციიდან გარიცხეს.
უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.