წელს სეზონი რესპირაციული ვირუსების დაიწყო ადრე. წლევანდელი წელი გამორჩეულია, თუ სეზონურობაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.
"როდესაც სიტყვა სეზონურობას ვახსენებთ, ეს ნიშნავს, რომ ნოემბრიდან იწყება რესპირატორული ინფექციების მატება. წელს სეზონი რესპირაციული ვირუსების დაიწყო ადრე. ჩვენ წელს მაისში, ივლისსა და ივნისში გვქონდა გრიპის შემთხვევები, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელი წელი გამორჩეულია, თუ სეზონურობაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია.
წელს პირველ ადგილზეა, შემთხვევების 50% - რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი. არასოდეს ყოფილა რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი. ეს არის პირველი მიზეზი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის. ამის უკან ისევ და ისევ კორონავირუსი დგას. ის 2-წლიანი იზოლირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა ეფექტური აღმოჩნდა ამ ვირუსების წინააღმდეგ. 2020-2021 წლებში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა. ახლა კვირაში გვაქვს 10 შემთხვევა... პირბადე ისევ ჩვენი მეგობარი უნდა გახდეს.
ამ სამ ვირუსს - გრიპს, რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს, შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ რომელი ვირუსია წამყვანი - რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს არ ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი, სისუსტე, ამათ უკან უფრო გრიპი დგას“, - განაცხადა ჩხაიძემ.