აშშ უკრაინას დახმარების სახით, დამატებით, $4,5 მილიარდს გამოუყოფს

შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინისთვის საბიუჯეტო დახმარების შესახებ გამოაცხადა.

საუბარია 4,5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე. 

ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თანხა მოხმარდება ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებსა და ძირითადი სამთავრობო სერვისების მხარდაჭერას, მათ შორის საავადმყოფოს მუშაკების, მთავრობის თანამშრომლებისა და მასწავლებლების ხელფასების დაფარვას, ასევე სოციალური დახმარების უზრუნველყოფას “, - განაცხადა ხაზინის მდივანმა.

ჯანეტ იელენმა მოუწა სხვა დონორებს, გაზარდონ და დააჩქარონ დახმარება უკრაინისთვის.