13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის კაცი ბაბუის ძმაა.
როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე.
„დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.