16 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ გადახედონ აკრძალვას და უკრაინას Grey Eagle MQ-1C-ის უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდონ.
„უკრაინისთვის MQ-1C-ით მიწოდებას მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სარგებელი აქვს და შესაძლოა, ომის სტრატეგიული კურსი უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს“, - ნათქვამია წერილში, რომელზე დაყრდნობითაც ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
კანონმდებლები წერილში იხსენებენ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა უპილოტო თვითმფრინავები, რომლებითაც ოკუპანტი უტევს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავების არსებობა ასევე დადებითად აისახება მარცვლეულის ექსპორტზე და გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაზე“, - ნათქვამია წერილში.
აშშ-ის სენატორები მინისტრს 30 ნოემბრამდე სთხოვენ, უკრაინისთვის MQ-1C თვითმფრინავების მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზები განმარტოს.
უპილოტო საფრენ აპარატ Gray Eagle-ს შეუძლია ოთხი რაკეტა Hellfire-ის ტარება, 30 საათი უწყვეტი ფრენა და თითქმის 8000 კილომეტრის დაფარვა.