რუსეთის დაბომბვის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი, ხერსონის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.
„13 წლის ბიჭი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. ის და მამამისი ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს", - წერს იანუშევიჩი.