უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც უკრაინაში, მათ შორის დედაქალაქ კიევში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
მეზობელმა ქვეყანამ მოლდოვამ ასევე განაცხადა, რომ არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ლვოვის მერმა მოსახლეობას თავშესაფარაში დარჩენისკენ მოუწოდა, ხოლო კიევის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სახლები.
ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვები მასწავლებლებთან ერთად თავშესაფრებში გადაიყვანეს და მშობლებს მოუწოდა, არ გამოიყვანონ ისინი განგაშის დასრულებამდე.
ბოლო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ბევრ რაიონში გეგმური გამორთვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.