რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ.
აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი დახვდა.
23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა.