ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ „სვანეთის დღეების“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამაყობს, რომ ხედავს საქართველოს რეგიონების განვითარებას.
„საქართველო არა მხოლოდ თბილისი - დედაქალაქია, არამედ მისი ულამაზესი რეგიონებიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ საქართველოს რეგიონების განვითარებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ჩვენთან, ევროკავშირთან კავშირს, სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.