ავღანეთში, „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს

ავღანეთში, საფეხბურთო მოედანზე „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს.

დაზარალებულთა შორის სამი ქალია.

როგორც ცნობილია, მათ ბრალად ედებოდათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში, როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.