შალვა თადუმაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს

საქართველოს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს.

მისივე თქმით, ის სასამართლოს “კლანის” წევრი არ არის.

“გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობენ. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით ზეწოლის ქვეშ არასდროს მივქცეულვარ”, - განაცხადა თადუმაძემ.